მსჯავრდებული და მოსამართლე


-გაგასამართლებთ მსჯავრდებულო გთხოვთ აქ დაბრძანდით,
(თითით ვანიშნებ კუთვნილ სკამს და თვალებში ვუმზერ.
მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა სხდომის დარბაზში,
ვუყურებ თითებს ნერვრვიულად სკამს როგორ უჭერს).

-კარგად მისმინეთ მსჯავრდებულო... კითხვებს დაგისმევთ,
თხოვნა იქნება არ გაწელოთ თითოს პასუხი.
ჩვენ ორის გარდა პროცესის აზრს ვერვინ გაიგებს,
ვერვინ გაიგებს უიმედო გლოვით რას ვუცდით.

-კითხვა პირველი !
გიყვარდით თუ მხოლოდ გაერთეთ?
-არა რას ბრძანებთ (აღშფოთდა და სუნთქვა უჭირდა).
სიტყვა მიყვარხარ ვიცი მითქვამს თქვენთვის არცერთხელ,
მაგრამ არასდროს წამიშლიხართ ჩემი გულიდან.

-კითხვა მეორე !..
(მეფიქრება პირველ პასუხზე),
რატომ წახვედით ისე როგორც სხვები მიდიან,
(რად არ იფიქრეთ უთქვენობა სულს რომ აწუხებს)
-მე ვაპროტესტებ! (დაიყვირა) ყველგან იციან...

ყველგან იციან თქვენი სუნთქვა სულს, რომ ათბობდა,
მაგრამ ერთხელ რომ დაგენახეთ არც კი გიცდიათ.
შემოჩვეული ტკივილები ზურგზე მათოვდა
და ახლა მკითხეთ თუ გაბედავთ რატომ მივდივარ.

მივდივარ რადგან მადარებდით მუდამ სხვის ნიავს,
მუდამ სხვის ჩრდილქვეშ მაყენებდით ნუთუ არც გახსოვთ.
(ჩაიცინა და ის სიცილი ახლაც ქარს მიაქვს,
ქარს მიაქვს სადაც არ აწვიმს და სევდა არ ათოვს)

-კითხვა მესამე ...
(გავბედე და ჩუმად ამოვთქვი)
ნუთუ ვერ გრძნობდით სიცივეში სითბოს ჩატეულს
-მე მაპატიეთ მოსამართლევ ცოტა აღვშფოთდი...
აღვშფოთდი, მაგრამ გამოვტოვებ კითხვას ასე სჯობს.

(ვუმზერდი მას და მორჩილივით ვუცვლიდი კითხვებს
ვუცვლიდი კითხვებს და პასუხებს ვცემდი თავადვე)
- ისევ გიყვარვართ? ისევ ელით ჩემს შავ ლანდს მზის ქვეშ?
(ველოდი მის ხმას.... ქვეცნობიერს თავი არ ვანდე...

ჩუმად იყო და ეს სიჩუმე ფატრავდა მთელ სულს
ფატრავდა მთელ სულს მოლოდინის პასუხად უარი.
მისი თითები მერამდენედ ფლითავდნენ ჩემს გულს
და მერამდენედ მომიწევდა თენება ღამის.

სიჩუმის ბოლოს სანამ სცენა დაფარა ფარდამ
მომიახლოვდა მსჯავრდებული ძველი სცენარით)
-არაფერს გეტყვით მოსამართლევ სიტყვების გარდა,
რომ ჩემი გული დღემდე თქვენი მზერის ტყვე არის!

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი