სისხლისფერი მიწა


მტკიოდა ისე, რომ ჩემს გარდა ხედავდა ვერვინ,
ოთახში სადაც მზის ნათელი სხივი არ კრთოდა.
ვკვდებოდი... თუმცა საიდუმლოს ერთს ახლა გეტყვი,
სასწორს რომ ვდებდი ჩემს სიცოცხლეს მუდამ მართობდა.

ბილიკის ბოლოს ვერ ვხედავდი მდელოს გვირილის,
ვერც სიყვარული დავინახე გულში ამ ხალხთა.
სხვას რომ გზა ჰქონდა ღიმილების გრძელი ბილიკის,
მე ჩემი წილი მწუხარება მუდამ თან მახლდა.

ვტიროდი ხშირად... არც არავინ  იცოდა ჩემზე,
ვკარგავდი ყველას, ვისთანაც კი მქონდა საერთო.
ვერსად ვყვებოდი უბედობის ჩემეულ ბედზე,
ამგვარ ყოფას კი ეს თვითგვემა ბედად დაერთო.

მტკიოდა როცა ვუყურებდი ღრუბლების მეჯლისს,
მუდამ ვამჩნევდი თეთრი ფერის მარტოსულ გუნდას.
დღეს შენ იყავი ჩემთვის კარგო პროზაც და ლექსიც,
დღეს შენ იჯექი ჩემს თითებში წერა რომ სურდათ.

სისხლისფერ მიწის მოვარდისფრო გრძნობათა სურნელს,
ტოლს ვერ ვუდებდი მოშენფერო გრძნობები მსდევდა.
დღეს მერამდენედ მოვუწითლე თავი ამ ფურცელს,
ვწერდი რადგანაც, სხვათა ნდობას ვერაფრით ვბედავ.

ვენდობი ფურცლებს... უფალსა და ჩემს თავს ძალიან,
ადამთა მოდგმას იუდა ჰყავს გამჯდარი სულში.
ეს ამინდებიც მაშფოთებს და ისე ამრია,
მთელი სიცოცხლე მოვიმწყვდიე ჩიტივით მუჭში.

ფრენას თუ ვერა, ერთხელ მაინც ვისწავლი დუმილს,
ასეა ახლა ... სიხარულსაც დამალვა უნდა.
მამჩატებს იცი?! წმინდა ხელი ჩემს მხარზე უფლის,
და მე ამ ლექსით ტკივილების თავშეყრა მსურდა.

თავს ვუყრი ახლა ყველა ტკივილს ჩემში და ვფიქრობ,
იქნებ არც იყო ცხოვრებაში ჩემთვის მისია.
ჩემი სიცოცხლის შავ-თეთრ ყოფით ისევ თავს ვირთობ,
ან იქნებ სულაც ... კარგად ყოფნა არც კი მიცდია.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი