დეე გათოვდაო
დეე გათოვდაო ჩვენს ქუჩაზე... წამო ვირბინოთ მოდი ბავშვობა დავიბრუნოთ (თუნდაც წუთებით). ხალხი ბრბო არის (არ იდარდო) რაც სურთ იფიქრონ, ოღონდ ვერ მიხვდე რომ მტკივა და შენში ვყუჩდები. დეე გათოვდაო, მოუთეთრდათ თავი ბილიკებს, მე ის მაშინებს რომ ტკივილი ვერსად დავტიო ქალაქში სადაც სხვას ადგამენ სხვის წილ გვირგვინებს - ქალაქში სადაც ყოველ ღამეს ვწირავ ალიონს. დეე მასწავლიდი რომ სიმართლე მექცია წესად და დღეს მეც ათი მცნებასავით მირწმუნო ვითხოვ. ცილიც დავწამე, ვიმრუშე და დეე უფრო მეტად მე საკუთარი არსებობა მოვკალი თვითონ. ცოდვა თოვს დედი... შენ ვერ ამჩნევ ისე სუფთა ხარ გარეთ წვიმის დროს ზეცას რომ სდის სისხლი ნერვების. მძიმე ჯვარია აიტანო თავი უფალთან, მაშინ როდესაც ვერც სუნთქავ და ვეღარც ნებდები. მე ვითამაშებ - შენ კვლავ დაკრეფ ჩემთვის ლიანებს ავტირდები და მოგატყუებ რომ კვლავ დავეცი. თოთო ბავშვივით დამიამებ მტკივან იარებს მამის ბავშვური მონატრება ვერსად გავეცი. დეე გათოვდაო ჩვენს ქუჩაზე... მოდი ვირბინოთ, მსურს შენს ნაკვალევს ავედევნო ცოდვის მორევში. ისე სუფთა ხარ არასოდეს არ მსურს იტირო და დაგიმძმოს ცრემლის წონამ წმინდა გრძნობები. დეე თუ შემამჩნევ თვალამღვრეულს არ გაგიკვირდეს, არ შეიმჩნიო ის ტყუილი რომ კვლავ ბავშვურად მუხლზე დავეცი ან აღარ მსურს ისევ მიყვარდეს, და ჩემი ჩუმი ტკივილები ამით დასრულდა. წამო ამ წელსაც ბავშვებივით ლაღად ვირბინოთ, მოგონებებად მოვიგროვოთ თუნდაც წუთები. ხალხი ბრბო არის (არ ვუსმინოთ) რაც სურთ იფიქრონ - ოღონდ ვერ მიხვდე რომ მტკივა და შენში ვყუჩდები... ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი