ჩემო ტიციან


ჩემო ტიციან აქ რომ იყო თავად გეტყოდი,
რომ ვინც კი წერდა დღეს სულ ყველა დუმილის ტყვეა.
მტკვარიც დაშრა და ის დუქანიც სადაც მღეროდი
ჩამონგრეულა (აღარ ტირის არღანი ბედთან).

მახსოვს რომ წერდი როგორ გსურდა თავის დახრჩობა
გაყინულ მტკვარში (სიყვარულის არ გქონდა ძალა).
ადვილი იყო ალბათ შენთვის თავის დათმობა,
რადგან ისეთი ვინც გიყვარდა გვერდს არვინ გყავდა.

მახსოვს რომ წერდი (უფრო სწორად ლექსები გწერდა),
რომ თქვენ (პოეტებს) გეპატიებათ.
მე ვკითხულობ და დაგიწერო ვერაფრით ვბედავ,
რომ ვერ შევძელი გავეტაცე მტკვრის ურჩ დინებას.

ვერ ჩაქრა სულში ალავერდის წმინდა სანთელი,
რამდენი თემა დაგვიტოვე ლექსად ტიციან.
დღემდე ელვარებს ჩვენს ზეცაზე შენი სახელი
(მაგრამ მრავალმა ვინ იყავი კვლავ არ იციან).

უაილდის პროფილს და ცის ფონზე მოელვარ თვალებს
კრძალვით დავხატავ ან გადმოგცემ თუ შევძლებ ლექსად.
შენ პოეტი ხარ ათენებდა ვინც თეთრად ღამეს
და კიარ წერდა მას ლექსები თავადვე წერდა.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი