კრთიან ხეები...
კრთიან ხეები... მთელს სულშია ახლა ქაოსი, ფიქრების ჯაზი უსათუოდ მომიღებს ბოლოს. არავინ მაკლდა უცნაურად ისე დავობლდი, მესმოდა სხვისი მონაყოლი ზღაპრები მხოლოდ. შიში მაქვს ღამის მოჩვეული კოშმარის შემდეგ, ყოველღამ ვხედავ ეშმაკნი რომ ჩემს სხეულს იყოფს. მათ არ იციან ის ლექსები რაც შენთვის ვწერე, ჯოჯოხეთია და თან ამდროს სამოთხე თითქოს. გადამაქვს ფიქრი წარსულიდან აწმყოს მორევში, მომავლის იმედს მიქარწ....ბენ შავთეთრი ციდან. ყინვად ქცეულ და გასალღვობად დამდგარ გრძნობების ფიქრებად წერა და სიცოცხლის გაქრობა მინდა. კვლავ ვუთევ ღამეს ვარსკვლავებს და მაციებს შიში, რომ ერთ დღეს უნდა მივატოვო ვინც მიყვარს ყველა. მე დამწვავს ვიღაც ... არც არაფრის ექნება რიდი, მე დამწვავს ვიღაც ვინც ცხოვრებას შავთეთრად ხედავს. კრთიან ხეები... ქარი აცლის შერჩენილ ფოთლებს, მეც ჩემებრ ჩუმად... უცნაურად ისე დამჩემდი, ვიღაც იფიქრებს მარტო ყოფნა ლანდივით მომსდევს, გაწვიმდა ისევ ..... მე გრძნობებით დღესეც დავსველდი. ღამდება უკვე, ცხრა სრულდება... ბნელდება დღე და შიში კვლავ მიპყრობს იმ მომავლის წარსულს რომ მოჰგავს. ვკრთები და მაინც შენს ჰაბიტუსს ჩემს გულში ვძერწავ ეს ის გულია წამდაუწუმ შენთვის რომ ბორგავს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი