სინანული
ვფიქრობ და ცხარე ცრემლი მწვავს თვალებს, წარსულს მივტირი (დღეებს 'მზიანებს'). არ მადარდებდა... არ მაფიქრებდა... სევდა თუ ჰქონდათ ადამიანებს. მახსოვს დრო როცა თავსაც არ ვგავდი და გულზეც თითქოს გადამიარეს იქნებ შიოდათ... იქნებ სციოდათ... იქნებ სტკიოდათ ადამიანებს.... იყო დრო როცა დარდებს ვფანტავდი, კენტად დავსდევდი ბაღში ლიანებს. ზოგი გალოთდა ... ზოგიც დაობლდა .... ბოღმა ახრჩობდათ ადამიანებს. იყო ტკივილი... იყო ცრემლთაღვრა... იყო ის დროც რომ კვდომა ვინატრე, მაგრამ არასდროს ფიქრს არ ვატანდი რა აწუხებდათ ადამიანებს. იყო დრო როცა მარტო ვიყავი იყო დრო როცა ღმერთიც არ მყავდა. ღიმილით სავსე დღეებს მივყავდი წარსულიში რომლის დარდიც მკლავს ახლა. ჩემთან რომ თოვდა სითბოს ვეძებდი, თოვდა სხვასთან და ( არ ჰქონდა სახლი ). სულით ღარიბულ ფიქრებს შევაკვდი და უსიცოცხლოდ ვიჯექი სახლში. მაშინ როდესაც თავზე ვფიქრობდი დღეებს ვხატავდი ჩემთვის მზიანებს. რა უგულო ვარ... როგორ ვერ ვგრძნობდი როგორ სტკიოდათ ადამიანებს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი