- წითელი პარასკევი...
გადაიარა… დარდთაცვენამ გადაიარა, კოშმარულ ღამეს ვერ დავარქმევ წითელ პარასკევს. ღვთისმშობლის გულში უკურნები დარჩა იარა, ჩვენ კი მოკვდავნი ამას ვხედავთ, როგორც არაფერს. ჯვრის ახლოს იდგა ღვთისმშობელი ცრემლიან მზერით, ხედავდა შვილს და იესოსი ესმოდა ლოცვა. ის სთხოვდა ღმერთს, რომ დასდგომოდა ჯვარცმელებს გვერდით, თავად სდიოდა ტკივილისგან ცრემლები როცა. გათენებამდე სამჯერ მოკლა პეტრემ იესო, როდესაც ცეცხლთან გასათბობად იდგა და შემდეგ ის ხალხმა იცნო – ‘მოწაფეა ვიცით იესოს’ მაშინ კი თქვა რომ არ იცნობდა მსგავსს არვის პეტრე. ყურში ჩაესმა მონასმენი სიტყვები უფლის, “სანამ მამალი იყივლებდეს სამჯერ უარმყოფ”. პეტრეს ტკივილი იმ მომენტში სამ სიკვდილს უდრის, მან ვერ შეძლო რომ ყოფილიყო ღვთისთვის უნაკლო. უმადურნი ვართ… ვერცხლზე როგორ გავყიდეთ ქრისტე, არც კი დაფიქრდა ის ჩვენს ნაცვლად დასთანხმდა ჯვარცმას. მას რომ შეეძლოს გაეკვრება მძიმე ჯვარს კიდევ, ჩვენ?! …. დედამიწაც რომ გავყიდოთ იესო არ გვყავს. ჯვაცმაზე მეტად ორგულობა სტკიოდა ჩვენი, ეკლის გვირგვინი როცა მთლიანს კაწრავდა სახეს. ავაზაკთაგან ამოუდგა ერთ ერთი გვერდში, და აღიარა იესოს რომ ცრუ ბრალი დასდეს. მკვდრეთით აღსდგა და ჩვენს გულებში ჩასახლდა იგი, შეგვინდო უღვთო ტკივილი, რომ ავკიდეთ მხრებზე. მე ახლა მხოლოდ ცხოვრებაში ერთი რამ ვიცი, როცა ვეცემი მხოლოდ ღმერთი მაყენებს ფეხზე… ჩუმი ‘პოეტესა’ https://www.youtube.com/watch?v=9BZ9lRkMtW8
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი