- დედა ვარ ცუდი


აქ ... ამ გზის ბოლოს,
ციცქნა ქოხში ორნი არიან,
პატარა გოგო 
(კიკინებით) 
შვილია ჩემი.
დედა ვარ, მაგრამ სხვებს თუ ჰკითხავთ 
დედა არ მქვია,
მაშინ როდესაც სულის ტკივილს 
ვერაფრით ვშველი.

აქ ... ამ გზის ბოლოს,
ციცქნა გოგო უყურებს ქალაქს, 
უყურებს ხალხს 
და
ჩემს ადგილას ტკივილი სუფევს...
მორცხვად ხვევს ხელებს ათასჯერ მჯობ 
(დედაზე) მამას,
მამას რომელსაც მისნაირად
ვერავინ უცქრს.

აქ ... ამ გზის ბოლოს,
მოწყენილი შვილი დგას ჩემი,
ბავშვობა ტანჯავს... 
უდედობა... 
სულის კივილი...
მე ყოველ დილით მას ვუცქერ და ყოველაღამ ვკვდები,
ძნელი ყოფილა დედისათვის
შვილის ტკივილი.

აქ ... ამ გზის ბოლოს,
ჩემი გოგო - ჩემი იერით,
იდგა და ცრემლებს 
ფოთლებივით კარგავდა ქარში.
დედის სითბოთ და 
მზურნველობით მუდამ მშიერი,
პატარა გულით 
მთელ სამყაროს სიყვარულს აწვდის.

დედა ვარ ცუდი... 
და ან იქნებ დედაც არ მქვია.
როგორ დავტოვე ციცქნა გოგო 
ბედის ამარა,
მე იმ დღის შემდეგ დავიშალე 
ათას ნაწილად,
და იმ დღის შემდეგ 
არაფერი არის ლამაზად.

თავის მართლებას არ ვიწყებ და ...
დარდი მერევა,
ვფიცავ რომ აწი
ჩემი გოგო აღარ იტირებს.
გულში ამდენი მოთმინება 
როგორ მეტევა,
აღარც კი ვცდილობ (რომ არ ვავნო) 
მასთან მივიდე.

ეს განაჩენი საკუთარ თავს
თავად ვუწამლე,
მე არაფერი დამიმალავს 
რაც ვთქვი ეს იყო.
ეჰ... რასღა ვავნებ საკუთარ თავს
აწი უარესს,
რომ ვეღარასდროს გავიგონებ
"დე"_ს ან "დედიკოს".

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი