ღამის ზმანება


აპრილს უცნაური მოჰყვა სუსხი,
მისგან მოუჩვევი სიამაყე.
ვზივარ ტბის პირას და სხეულს ვუცდი ,
წუხელ ცივ მიწას რომ მივაბარე...

სევდა უცნაურად ამიმღერდა,
მთვარევ შენს კალთებში დამაძინე.
მასზე მოგონებაც გამიძნელდა,
გთხოვ რომ ერთხელ მაინც დამასიზმრე.

წლები უფერულად გაიცრიცა,
მინდა სადაც არის ამაყობდეს.
მახსოვს ჩემი თავი დაიფიცა,
რომ მე დამტოვებდა არასოდეს.

მთვარევ შენ ხომ იცი როგორ მწამდა,
რომ მე შევიყვარე სიკვდილამდე.
ნეტავ ამქვეყნად რაც გრძნობა მაკლდა
იქეთ -
საიქიოს მივიტანდე.

ზეცაც ჩვენს ენაზე ღიღინებდა,
რატომ დავისაჯე ასე ღვთისგან.
თუკი მიტოვებას მიპირებდა,
რატომ ჩავისახლე სულში მთლიან.

ვზივარ ტბის პირას და ველოდები,
ვავსებ ორ ჭიქას და მხოლოდ ერთს ვსვამ.
ღმერთო შენს განაჩენს ვემონები,
მაგრამ დაბრუნდება... მე ესე მწამს.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი