საკუთარ სამყაროს ...
შიშველი ფეხებით მოვივლი სამყაროს, გზად ეკლებს თუ ვნახავ ვარდებად დავიფენ. თუნდაც რომ უფალმა თავისგან გამყაროს, მე შევქმნი ჩემს გზაზე დასაფენ ხალიჩებს. არა მწამს ბედის და არა მწამს იღბალის, მერე რა თუ ამას სხვები ვერ გაიგებს. მე წუხელ მიმქვრალ გზებს უფსკრულთან მივყავდი, მაგრამ დღეს თავად ვხსნი ტკივილის გალიებს. ღამეებს სითეთრით ეტყობათ გადაღლა, მთვარესთან საუბარს გიჟივით ვეჩვიე. ვეჩვიე შუაღამე უაზრო წანწალს და აღარ ვრთავ წლებია სიკვდილის რექვიემს. დავიწყე სიცოცხლის ახლიდან შესწავლა, მერთულა საკუთარ თვალებში ჩახედვა. არ ვიცი ვინ ვარ და ვერც ვხვდები სადა ვარ, სარკის წინ საკუთარ ჩრდილსაც რომ არ ვხედავ. ღიმილი - უცნობი, თვალები - იგივე, მზერაში ტკივილი ტევია რამდენი. საცაა გაბედავს, ვფიქრობ რომ იტირებს, მგონია ვიცნობ და მე მასში კვლავ ვცდები. კვლავ ითმენს ცხოვრების უკუღმართ დინებას, ბოროტად არ ვცდილობ ჩემიდან გავაგდო. სხეული ჯიუტად ცოდვილ გზას მიჰყვება და მაინც მე შევცვლი საკუთარ სამყაროს. ვიცხოვრებ გიჟივით _ არაფერს ვიდარდებ, თუკი რამ მოხდება რითმებად გადმოვცემ. მე ახლაც ტკივილზე ფურცლებს რომ ვიფარებ ღიმილით მავსებს და სხვაგვარად მაორებს. როცა ვწერ პესიმისტ, შეშლილ ქალს მოვგავარ, ისე კი ღიმილებს ვარიგებ მზეებად. წერის დროს ვკვდები და კითხვისას მოვყავარ ამქვეყნად საკუთარ ნაწერის მშვენებას. ავტორი: ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი