Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_du9mtsl06upr323bld5807pu2k, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
- ანგელოზი დედამიწაზე . - ჩუმი პოეტესა | პოეზია

- ანგელოზი დედამიწაზე .


ჩემი ლექსები სულის ხმაა მუდამ რომ მღერის ,
შენი ლექსები გავაღმერთე (ჩემად ვიწამე) .
ჩუმად გიცქერ და ეგ ღიმილი რარიგად გშვენის ,
უცნაური ხარ - ანგელოზი დედამიწაზე !

ვწერდი და ახლაც (როგორც ადრე) მემჩნევა დარდი ,
ვეღარ ვპოულობ დასაკრეფად შენთვის ლიანებს .
ძლიერ მიყვარდი?.. არა უფრო ღმერთივით მწამდი ,
ახლა კი ჩემად ვეღარ ვგუობ ადამიანებს .

ჩემო პოეტო ფურცელივით თეთრია ღამე ,
მთვარის სიშავე მაშინებს და გონებას ფანტავს .
სიჩუმის ფონზე წაგეკითხა მინდოდა რამე ,
ის რაც არვისთვის წაგიკითხავს ადრე ჩემს გარდა .

ვიღებ კალამს და ისევ შენზე დავწერო ვბედავ
და მერამდენედ გავათეთრე ღამე ლოცვისას .
ხელით დაუთვლელ სანთელს გინთებ ტაძარში კენტად ,
(თითქოს უვადო) ვადაგასულ სიყვარულისგან .

ვზივარ და ისევ ძველებურად გავცქერი კედლებს ,
დგას რომ მისმინოს და არასდროს იღლება ჩემით .
სხვა პოეტები როცა ნაცნობ გრძნობებზე მწერენ ,
თვალწინ მიდგება შენი სახე... 
თითები... 
თმები...
 
ვხვდები ვერასდროს შევადარებ შენს ხმას სხვის ნიავს ნიავს ,
ისე ვერავინ გამაღიმებს როგორც გჩვევია .
შეგიყვარე თუ გაგაღმერთე იქნებ შენ მითხრა ,
განა სხვა ამგვარ სიყვარულზე ბევრი წერია ?!

ჩემო პოეტო ფურცლებია ის 'ვინც' სულ მისმენს
ზეცად საფრენად პაწაწინა გავშალე ფრთები .
ლექსის ბოლოს კი სადაც ყველა ავტორს უთითებს ,
მე უნებურად გამუდმებით შენს სახელს ვწერდი .

ავტორი - ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი