ჩემო უფალო...


მე ბევრს დავდივარ
მსურს, რომ ვიგრძნო სურვილი ხეთა,
მსურს, რომ ვუსმინო მტრედნი ამბებს
როგორ ყვებიან
და დღეს უფალო შენს ტაძარში შესვლას 
რომ ვბედავ,
ცოდვები მახრჩობს გეფიცები 
ისე ბევრი მაქვს.

კალამს უენოს დასტყობია
ლექსთა სიშავე,
სუფთა ფურცელსაც ყველა ცოდვა
ლაქად ედება.
მეცოტავება დასჯისათვის 
ცრემლთა სიმრავლე,
ალბათ ერთ დღესაც სიკვდილიც კი 
გადამედება.

ჩემო უფალო... 
მეც გაგყიდე ორ კაპიკ ვერცხლზე,
მათ შორის ვდგავარ ჯვარცმის დროს რომ 
ცრემლი გადინა.
ახლა კი ასე უსიცოცხლოდ 
დარჩენილ ხელებს,
სხვისგან თუ ვერა 
საკუთარი ვიცავ თავისგან.

მრისხანე სულის მძვინვარებას 
თავს ვერ დავაღწევ,
ერთ დღეს უდროოდ ღამენათევს 
მიმსხერპლებს ფიქრი.
უმეცარება შიშს ბადებს და 
სხვა თუ არაფერს,
დღეს მე უშიშრად ველოდები 
საკუთარ სიკვდილს!..

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი