- ჩვილის სუნი აქვთ ცოცხლადმოკლულ დედის საწოლებს.


შეგიმჩნევიათ შვილმკვდარ დედებს 
როგორ გავყურებ,
თითქოს მეც მათი ნაბოლარა 
ქალიშვილი ვარ.
ღმერთო დედობის სასწაული 
თუკი არგუნე,
მაშინ ყოველღამ საფლავებზე 
რატომ მიდიან.

სევდა რატომ აქვთ მუდამ მღიმარ,
დიდრონ თვალებში,
რატომ ტოვებენ უიმედოდ მუდამ 
კარს ღიას.
რატომ ცოცხლობენ ვეღარ განცდილ
განვლილ წამებით
ან შვილის ხმები რატომ ესმით
მეწამულ ციდან.

რა სამართალი, რა სიმშვიდე... 
ტყვეა ცხოვრება,
სხვა რა ვიკითხო დასტირიან
შვილებს მშობლები.
ძალა აღარ აქვს სულში გამჯდარ 
დედის ლოცვებს და 
ვფითრდები ღმერთო როცა ვგრძნობ თუ
როგორ გშორდები.

ღმერთო! დედები სიცოცხლეში 
რატომ კვდებიან,
რატომ აწყდება უწერ კანონს 
შავი მძივები.
რატომ არ ხდება ისე როგორც 
ყველგან წერია,
რომ აცილებენ გარდაცვლილებს 
ზეცად შვილები.

მინდა რომ მთელი დედამიწა
ორად გავხლიჩო,
შვილთან შეხვედრის ლოდინში 
რომ ღამეს ასწორებს.
მათთვის ცხოვრება რაღა არის,
ანდა რა იყო,
ჩვილის სუნი აქვთ ცოცხლად მოკლულ 
დედის საწოლებს.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი