ღმერთო ...
ღამით გადაწყვეტილ ფიქრებს დილით რად ვივიწყებ ღმერთო, თუკი ჩემთან ხარ და მისმენ, რატომ სიახლოვეს ვერ ვგრძნობ. როცა მომერევა დარდი, ცრემლებს ვის ვუმალავ ჩუმად, როცა უსაშველოდ მწამდი, მუდამ რად ვიხევდი უკან. რატომ შევიძულე ყოფა, როცა ვერ გავშალე ფრთები, ჩემს სულს ცად აფრენა უნდა, მე კი კვლავ მიწაზე ვრჩები. დილით თბილ ღიმილებს ვძერწავ, არ მსურს რომ შემატყონ დარდი, ღამით ცრემლად დენას ვბედავ, ვერვინ ვერ გამიგებს რა მჭირს. გუშინ სხვანაირად წვიმდა, სევდას არ მიქრობდა ზეცა, ახლა როცა კვდომის წინ ვარ, დედის დიდრონ თვალებს ვხედავ. უნდა მივატოვო ვიცი, უნდა შევერიო ღრუბლებს, ღმერთო ვუყურებ და მიკვირს, ამდენს თუ რა ძალით ვუძლებ. ღმერთო ვუყურებ და მტკივა ყველა ამოსუნთქვის წამი, ღმერთო შენ მითხარი ვინ ვარ, რისთვის შევიზიზღე თავი. წავალ ... დავენახო ქუჩებს, იცი?! ჩემს ქალაქში კვლავ თოვს, ცრემლი დამინამავს ტუჩებს, მაგრამ დახმარებას არ გთხოვ. ლოყებს მიწითლებდა მახსოვს ჩემი ბავშვობის ჟამს დედა, ახლა გულწრფელობას ნატრობს (მე რომ ვერასოდეს ვბედავ). ცრემლებს ვეღარ მიშრობს კოცნით რადგან აღარასდროს მძინავს, ღმერთო დამანახოს ვინმემ ასე უგულღმერთო ვინ ვარ. ავტორი: ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი