მეძავი


ცივა. ვიყინები და ვგრძნობ ცისფერ ელფერს ჩემს სხეულზე,
უსივრცო არე ეხება უკანა ნაწილს და არაფერთან ერთად ვფიქრობ ყველაფერზე,
თითქოს ყოვლისმცოდნე გავხდი მაშინ, როცა ზედმეტად გვიანია
და გასხივოსნებასთან ერთად იმედგაცრუება გამკრავს იერზე.

უგრძნობი სხეულის ვერც ერთი ნერვი ვერ რეაგირებს,
გამოძრავების ყოველ მცდელობას გაყინული ტვინი უკუაგდებს.
ნირვანაში ვარ? თუ სამყაროს ცენტრში? რადგან არაფერი აღარ მადარდებს,
არადა ადრე მახსოვს ჩემში ყველა წერტილი ცოცხალი იყო და ვერ ვიშუშებდი იარებს.

აი. აი, ამოძრავდა თითქოს სხეული, მაგრამ ამ კანს მაინც ვერ ვატოკებ,
არა! ილუზიაა. უბრალოდ გაშეშებული უსივრცო არეში უფრო ღრმად ვეფლობი,
თითქოს ეს-ესაა და სიცოცხლეს ვარწყევ და სამყაროს საწიერში ჩავიძირები,
მაგრამ სისხლის გარდა არანაერი სითხე ჩემში არ საზრდოობს და ცისფერ სხივებში ვდნები.

ვდნები. ვქრები? გაჩერდი! საით მიმაფრენ ახლა მგონი გული ამერევა!
ფიქრები ფიქრებში მერევა! უამრავი ფერის ყვავილები ჩემს გონებას ედება!
ვინ ხარ ან რა ხარ! რამდენი ვარსკვლავია? თუ უტოპია?! ყველაფერი მეშლება!
აი სიბნელეც. სიბნელე.. შევედი მასში და რაიმეს დანახვა შეუძლებელი ხდება,
მაგრამ ამავდროულად გონებაში ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ იშლება.

ყველაფერი ნათელია. ჩემში ადგილი ვუპოვე ჩემს სულს 
და თურმე რამდენი რამე ეხეთქება ჩემს სხეულს:
ტკივილი! განცდა! ემოცია! დაცლა!
შენობა. დაინგრა! მივრბივარ. წაიქცა!
ტკივილი! განცდა! ემოცია! გაქრა!
ტირილი. სიცილი. დაღლა და წამოდგა!
ღიმილი! აცვა! ბედნიერება? არრა!
გაიქცა! დავარდა. გაიქცა! დავარდა.
ყვირილი! არვარ. იმედი? ტრამვა!
სილურჯე! სისხლი! ვენაზე დანა
ყურადღების გადატანა თუ სიცოცხლის არცლა?
მეგობარი. სითბოა. სიძულვილი! გამცა!
სიყვარული. სიტკბოა. ასე როგორ დამცა!
ტკივილი! განცდა! ემოცია! დაცლა!
შენობა. დაინგრა! მივრბივარ. წაიქცა!
იმედი. უაზრო. ან საერთოდ მაქ რად?!
ყოველი წამი ამოსუნთქვის გავატარე არაფრად.
...
...
...პირისპირ დავუდექი და დამეცა ტვირთი მოგონებების,
და მე გავხდი მეძავი. მეძავი სააქიო გრძნობების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი