რით ვითავისო
აღარ მიყუჩდა მოთქმა-წუწუნი, არ ვიცი როგორ ავხსნა ზმანება. განთიადს მუდამ ყვედრის უკუნი, როს სივრცეს სხივი ესადაგება. თვალს და ხელს შუა გაქრა სიზმარი, თითქოს მიწია ეშმაკის კრულვამ. რით ვითავისო შენი ცისკარი, როგორ ვიომო ლახვარ დაკრულმა. ლურჯ სიშორეში იხრჩობა მრწამსი, შენზე ნაფიქრი მორევით სავსე; იქნებ გავტეხო როგორმე ნავსი, ზარი შემოვკრა გუმბათის თავზე. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი