ხილულით გამშრალი
მომავლის განსაცდელს დაჰკივის სივრცეში ნატყორცნი მაშხალა, სიჩუმე მაოცებს ალვის ხის, რაკრაკა ბინულიც დამშრალა. ნაბიჯი კანკალით გადავდგი, მთვარემაც ცას ზიზღით ახედა, უძლური, შიშისგან გავშმაგდი, ცხოვრების მიფრინავს კარეტა. ბოღმისგან უმწეოდ ვცახცახებ, შეყოვნდა მნათობის ციალი, ხილულით გამშრალი ვაცხადებ: კაეშანს მიენდო წყვდიადი! დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი