ბრმა აღსარება
სხივმოღუღუნე დილის ზმანება, მოიზლაზნება ვით ქარავანი. განვლილ წყვდიადის ბრმა აღსარებას, ვერ გამოხატავს სრულად ვერავინ. არა, არ არის სულერთი ჩემთვის, თუ არ ჩამოჰკრეს განგაშის ზარი... და როს ერის ხმა გაზაფხულს ერთვის, არ დაეხშობა სამზეოს კარი. დღეთა წარსულთა მღვრიე ჩანჩქერი, გადმოიღვარა თითქოსდა წამით. ხრამებს ზემოდან ძლივსღა ჩავცქერი, გახუნებულა ეს დრო და ჟამი. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი