მიმწუხრის ჩრდილში
მწუხარე სულის ჭექა-ქუხილად, ეღვრება ფურცლებს ფიქრების ჩქერი. ფერად სხივებში სევდას უხილავს, სიცოცხლის დვრიტამ შეახო ხელი. ავითვალწუნე ძახილი ბილწის, ღამე ვუთიე წუხილით წარსულს. გაბზარული აქვს ძვალი ლავიწის, წარმოსახვათა ფრთა შემპალ მარწუხს. ჩამესმის შიშველ სულის წიაღში, წაბორძიკებულ ყრმობის ყივილი. სამწუთხო ცეცხლის ფერმკრთალ ციალში, ხავსად ქცეული ღვივის ტკივილი. საწუთროს ვნების არსის ბორანით, რიჟრაჟი აცლის სარეცელს ზეწარს. მიმწუხრის ჩრდილში შავი ყორანი, მხრებდაშაშრულის სიმშვიდეს წეწავს. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი