მომავლის რწმენის აქროლდა ქარი
აღტყინებული ოცნების ტალღა, ფანტავდა მხუთავ ღამეულ უკუნს, უფსკრული ხარბად აღებდა ხახას, ბუ ბანს აძლევდა ზარების გუგუნს. ამოანათა როცა პირიმზემ, ამოჩირაღდნდა მწუხარე სახე. თქეშით დასერილ ვიწრო ბილიკზე, ჩასაფრებულა პირღია მახე. თითქოს მოიჭრა სურნელი ქალის და ავედევნე ირმების რემას, მომავლის რწმენის აქროლდა ქარი, ვარსკვლავი იწყებს მზის ციტირებას. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი