მრავალ განსაცდლის
ავთრთოლდი, მაგრამ არ ვიცი, რატომ, ვერ ამიხსნია, რაა მიზეზი, შლეგი მარტია, ქარი ქრის მარტო, გრძნობა თუხთუხებს უფაქიზესი. მივყვები შარას ნისლით შებინდულს, გულდამეწყრილს კი ფეხი მერევა, სიმები უთრთის რაკრაკა ბინულს, განცვიფრებისგან სული მელევა. გადაუქროლა დარდმა მაღალმთას, აღვირახსნილა ფიქრის სატანა. ლაგამმოდებულ დროის გრიგალქარს მრავალ განსაცდლის უწევს ატანა. რადგან მახსენებს თავს სიყმაწვილე, გულს ვიიმედებ ძალ-ღონეს ვიკრებ, ნაგრიგალევი თავი გავწირე, ბურანში ვარ და გზას ვეღარ ვიკვლევ . დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი