იმედის სხივი


მიხმობს განწყობა 
ბრძოლის და წინსვლის,
უნდა ვაპკურო
შხეფები ვარდებს.
ავყეფდი, როგორც
ქარის წისქვილი,
ტაიჭით ველზე 
გავინავარდე.
თითქოს გავკვეთე 
სინათლის ზღვარი,
იატაგანი 
ავაბზრიალე.
გულზე დაესო 
ღრუბელს ლახვარი,
იმედის სხივი
კურნავს იარებს.

დათო არახამია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი