როგორ ვაღმერთე
ვერ გამოვიჩენ მაშინ მე სიბრძნეს, როცა ბერმუხის დავკოცნი ფესვებს; ეს უსასრულოდ გაშლილი სივრცე, გაუცხოებას წკვარამში ეძებს. ნუთუ ეს სხივი ისევ შენახარ? მიუწვდომელი და მოღუღუნე; განთიადისას მინდა მენახა, ვნების ქარცეცხლი როგორ გუგუნებს. როგორ ვაღმერთე ნატვრა ამგვარი, როგორ გავჩარხე დროსთან ჭიდილი... დღეს ზეობაა გულში ნათქვამის, ეჰ, თვითნებურად ცეცქვავს წისქვილი. დათო არახამია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი