როცა მინდვრიდან აიშლებიან


* *
როცა მინდვრიდან აიშლებიან
შეშინებული თოვლის პეპლები
შეხვდები ზამთარს, როგორც შენიანს
და ფიფქებს ბადით დაედევნები.
დაემსგავსება წამის მოვლენა
უსასრულობის ხანგრძლივ მარათონს,
ხომ შეიძლება მოულოდნელად
მზემ თვალებიდან გამოანათოს?!
შეხედო ცაზე სინათლის წერტილს,
რადგანაც აზრი არის ამაში,
მე სიყვარული მეგონოს ღმერთი,
შენ კი პეპლებთან ბადით თამაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი