ვაღიარებდი ნაკადულებს


ვაღიარებდი ნაკადულებს 
ტიგროს - ევფრატად.
მიმუშავია საღებავის 
შემზავებლადაც.

მეც ვნახე ფლიდი მეგობარი 
ცხრათავიანი,
თუმცა ბოლომდე ვერ ვიძულე 
ადამიანი.

თუ კი გამრიყა და ჩამთვალა 
ვინმემ უღირსად,
ვირწმუნე დედის უპირობო 
სიყვარულისა.

მეც მინატრია, გზა სისწორის 
წუთით შემევსო,
მაგრამ შეცდომაც  არ მიმაჩნდა 
უინტერესოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი