ისე დამკარგე, როგორც გრიგალში
ისე დამკარგე, როგორც გრიგალში გაიფანტება მწვანე ბალახი, თითქოს ქვიშაში დავრჩი მირაჟად და არასოდეს გყავდე ნანახი. ისე დამხატე, როგორც ბავშვებმა იციან ხოლმე სახლის ჭიშკარზე, ფურცელზე კვალიც კი არ დარჩება, ჩემი სიცოცხლით, რომ არ ვრისკავდე. ისე მისმინე, თითქოს გარიჟრაჟს, ბოლოჯერ კბენდეს ჩიტის ნისკარტი, ისე დამლიე, სისხლი გამიშრეს, რომ სულ გახსოვდეს როგორ მიყვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი