გორი
ვერ გავუბედავ ქებას ნიკალას, ისე, რომ ღვინო აღარ მყოფნიდეს, ჭიქიდან მხოლოდ დარდს მოვიპარავ, როგორც უყვარდა მახარობლიძეს. თითქოს ბრჭყალები ჩოხაგალავნის, ჩალაგებულა მწკრივში მასრებად, გორის ციხეა მკლავი ფალავნის, რომლის ძარღვებშიც სისხლი არ შრება. სამეფო ქუჩის გზას აყოლილი, მომდევს ფეხდაფეხ გემო ცაცხვების. ნაადრევია ახლა ლოდინი, ჩემი თრობიდან გამოსახლების. დღეს ალბათ გულში ჩამივარდები, ზევით ქედებზე ნისლის ბოლი ჩანს, როგორც ფრესკაზე შარავანდედი, თეთრად დანათის მთვარე გორიჯვარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი