წრე
უსიხარულოდ ეგება, არ ღირდეს მოცდა მეტი, ხვალ ოცდამეცხრედ თენდება იანვრის ოცდაერთი. კვლავ შემოდგომის ყვითელი ფოთლებით ვავადდები და სიყვარული მგონია, ყველაზე გადამდები. ცოტანი დარჩნენ ძალიან, ჩემს გულში მოსახლენი, ჯერ წინ რა მძიმე ჯვარია, ტკივილი მოსახდელი. წლები დღეებში იცვლება მოხეულ ბილეთებად, დილით კარები იხსნება, საღამოს იკეტება. ყველგან ერთ კინოს იღებენ, ცხოვრების პაროდიას, ბავშვად ჩადიან კიბეზე - დიდებად ამოდიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი