ვაშას მოჰყვება უბედურება


ვაშას მოჰყვება უბედურება,
უბედურებას - ვაშა, პირიქით,
რამდენჯერ ურმის გადაბრუნება
და უგზოობას - მწვანე ბილიკი.

აირეკლება სულიც  თვალებში,
სიმართლე ქუდად თუ მეხურება,
არ მჯერა ლექსის სისხლის გარეშე,
როგორც ზამთრისა-უბეღურებოდ.

დავიფარებდი სახურავს ვიდრე,
რამდენმა სეტყვამ გადამიარა,
გაგრძელდეს სევდა, იწვიმოს კიდევ,
ოღონდ გადავრჩე ადამიანად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი