0 6

ვეღარ გაუძლო როცა სიბნელეს


ვეღარ გაუძლო როცა სიბნელეს,
მზე მთის ზურგიდან გადმოიპარა.,
ნამცეცი წვიმის ყველგან იბნევა,
სადაც მწყუროდა, მხოლოდ იქ-არა.

უსიგარეტო დამრჩა კოლოფი,
ჭიქაში ფერფლი ყრია პირამდე,
ისეთი სიღრმე უჩანს მოლოდინს,
ლამის სივრცეში გადაყირავდეს.

ჩემი საათის გრძელი ისრები
მაჯისცემაზე წუთებს იპარავს,
ყვავილი გულში ყველგან იზრდება,
სადაც მტკიოდა, მხოლოდ იქ-არა.
კომენტარები (0)