ვერ ავისრულე ბავშვის წადილი


ვერ ავისრულე ბავშვის წადილი
და ვერც მფრინავი გავხდი,ანტუან,
არა ჩანს გზაზე ორის ადგილი,
ჩემი სათქმელი ყველგან მარტოა.
ვერ მივიტანე ნერწყვი სასამდე,
სიტყვების წუხილს მშრალად შევტირი,
ფურცლის ბოლოში  მუქად დავსვამდი,
მაგრამ ვერ ვნახე ვერსად წერტილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი