ტიტე (7 წლის შემდეგ)
ნაბიჯი მშრალი გახდა, თუ სველდებოდა წინად და რა ხანია სახლთან აღარ მომყვება წვიმა. მივუახლოვდი წვეთთა, მელოდიების კიდეს, სხვა - სხვასთან, ჩემი - ჩემთან, ასე დალაგდა, ტიტე. ეს ოქტომბერიც ავდრობს, არეულია ახლაც, დილით მივყვები ამ დროს, მირიან მეფის აღმართს. როგორ ჰგავს ეს ამბავი, გზის მარადიულ განცდას... ვერ დავივიწყე ბიძგი, ამბოხიანმა კაცმა, გაჩერებაზე ვიცდი და ავტობუსი გამცდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი