ოქტომბრის სურათი


* * 

უკრავენ გატაცებით
დარბაზში რაფსოდიას,
ვრწმუნდები, გადაცმული
სუნთქვაც კი არ მცოდნია.

სუფრაზე გაშლილია
ფერები გობელენად,
ხეები გააშიშვლა
ქარების მოფერებამ.

დუმილი გავამრავლე,
სცენაზე ნიღბებია,
ვიცეკვოთ, განა რამე,
ვერაფერს მიხვდებიან.

როგორი ცივი არი,
როგორი ამაოა,
უბრალოდ წვიმიანი
ოქტომბრის საღამოა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი