ხშირად თუ გაბმით
* * ხშირად თუ გაბმით პოეზიის ორმოში ვდგავარ, როგორც შენობა, დამტვრეული აგურით სავსე, ხანდახან გულთან მობჯენილი სიო და ჰავა, იგივეა რაც შუაღამით კაკუნი კარზე. სურვილი შენი ძლიერდება მეტადრე მაშინ, როცა პირველი გაელვება ემთხვევა ბოლოს, როცა ამდენი ვარსკვლავია მოყრილი ცაში, მე კი ჯიუტად ათასებში ერთს ვხედავ მხოლოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი