საზეპიროები
საშემოდგომოგამოყოლილ მოსწავლესავით მთელი ზაფხული ჩავკირკიტებ ანის და ჰოეს, დავიზეპირე ,, გამარჯობა“ ,,კარგად“ ,,ნახვამდის“ ემოციების რიგითობა - თანმიმდევრობა, როგორც ტრამვაის მოძრაობის სრული განრგიგი.. სახლის კედლებზე სირისტივით ვტოვებ ხასიათს, ძირგაცვეთილი სინამდვილით გავდივარ გარეთ და სიგარეტის ფერფლთან ერთად ქუჩა სავსეა მოკლემეტრაჟის სალმითა და დამშვიდობებით, ხანდახან, როცა გამიმართლებს, მოულოდნელად გრძელ ტროტუარზე შენს ნაკვალევს თვალებს ვაბიჯებ, ძირსდაპნეული სიმინდივით ვიღებ მიწიდან და მასთან ერთად დავიწყების სახლში ვბრუნდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი