ღამე
ქარია,ზეცა დაემხო პირქვე და მთვარე ახლა მიწაზე გდია შეიძრა მიწა,მოკვდა იმედი ამ ღამეს ახლა სიკვდილი ჰქვია იწყება გლოვა დროა სანთლების თვალი გაჰყურებს ცრემლების ბოცას რა დამამშვიდებს,ვინ მიმკურნელებს ვინ დაიჯერებს ახლა ამ ლოცვას ახლა როდეს არის ზამთარი ახლა როდესა გრძნობა გვამია ვინ დამაჯერებს მომავლის ზღაპარს რომ ეს სიცოცხლე კვლავ ლამაზია აი დაეშვა მოწყდა ვარსკვლავიც ახლა მინდა რომ ვიქცე მაქციად აი იდუმალ ბუნების ძალამ ღამის მცველ ძაღლად გადამაქცია დაჰბერა ქარმა დაჰბერა როგორ თვალს შემაყარა ქვიშის ფანტელი სიკვდილის ღამე არის უძირო და თვით ნისლშია კორიანტელიც და მთვარე ახლა მიწაზე გდია გდია სიცივის გრძნობის საცერი ქარია,ზეცა დაემხო პირქვე მთვარეს არააქვს გრძნობა არც ერთი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი