"უვლი ყვავილებს"


უვლი ყვავილებს,როგორც ამბობ დედამ გასწავლა,
გაზაფხულის პირს ქოთნიდან,რომ ბაღში გადარგე,
დრომ ფოთლებივით ვინც კი გყავდა შემოგაცალა
და ახლა მხოლოდ გვირილების ბედი გადარდებს.

ლურჯთვალა იის,ზღაპრებში,რომ ვისწავლეთ ადრე
და კესანების მთის წვერზე რომ იზრდება მხოლოდ,
გიგზავნი წერილს,გევედრები არავის ჰგავდე
არავინ გგავდეს იგის მსგავსად სიცოცხლის ბოლოს.

აცლი გვირილებს თითო ფურცელს და ცაზე აკრავ,
გასკდება ცრემლი,შეყოვნდები სრულიად ერთ წუთს,
ჩვენ შეიძლება ერთმანეთის გვესმოდეს მაგრამ,
ვერასდროს მივხვდეთ თუ რამდენად ვაკლივართ ერთურთს.

შენ ჩრდილს საკუთარს,უთვალთვალებ,მთვარეა გვერდზე,
და ვერ გაუგე,როგორც ითქმის "იმ ერთის ლოდინს"
მე შევეცდები მთელი გულით ჩიტებზე ვწერდე,
და შენ ძირეულს მიგახვედრო-სიტყვების (მოტივს)

იღიმი-როცა დანატოვარ ფურცლებს სარდაფში,
ისე აკინძავ რომ ერთხელაც "ვერ დაგითვლია",
და სულ მიკვირდა როგორ ცხოვრობ სამოც კვადრატში,
მაშინ როდესაც დედამიწამ ვერ დაგიტია.

ვიხსენებ ახლა დიდ სიყვარულს,ან უფრო ჩვევას,
და დედის მიერ ათასობით წაკითხულ ზღაპარს,
მე მათ უფრო ვირწმუნე და ამდენად მჯერა,
ვინც გამშრალ გუგებს აცრემლებულ წამწამ ქვეშ მალავს.

დრო ამ გაზაფხულს შეგიცვლისდა,თავად ვერ,
გახედავ,მთვარის ნაფეხურებს,ღამის ასავალს.
ამ ყვავილების პატრონობა მოვლა,ანაბელ,
შენ ბავშვობაში მცირეწლოვანს დედამ გასწავლა.

დ.გრძელიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი