ჩუმი ნაბიჯით შევეჩვიე ღამით ხეტიალს ..


ჩუმი ნაბიჯით შევეჩვიე ღამით ხეტიალს,
უშენო გზებზე გათელილი წვანან დღეები,
მარიამ..
შენ ქალაქს დღეს ჯვარცმის ბედი აქვს 
წვიმით რომ აავსო თვალებში შრეები.

ტყდებიან გაზაფხულს ვერ გაშლილ რტოები,
მთვარემ კი მაისი აკვანში არწია,
ადგილებს რომლებსაც შენ უწინ ტოვებდი,
დღეს თეთრი ფატა და პერანგი აცვია.

ზეიმობს ჩამომხმარ ფოთლების მასკადს,
ქუჩა და მტრედები ხედავენ ანარეკლს,
ტკივილში რომელსშიც ამ ღამით აშკარად,
ეგ მთვარე გარეწარ ზეცაზე გააკრეს.

ბარდნიდა თოვლი და ტიროდნენ სახლები,
ციოდათ, მე ვფიქრობ, ზაფხულის გაშვება,
შენ ახლა უჭერო ფაცხაში სახლდები,
წლების წინ ისლით რომ დახურეს ბავშვებმა.

დ.გრძელიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი