მორჩილის კაბით


მორჩილის კაბით შევიმოსო? ბრძანე მოძღვარო
რომ კიდევ ერთხელ ჯვარს გავაკრა ჩემში ავაზა
რომ კიდე ერთხელ რა იქნებასისხლი დავღვარო 
ჩემშივე ჩემი უღმერთობის იქნებ ანაზდად

უფალი სუფევს ჩვენს შორის და არა ღმერთები
და ამ სიტყვებით იწყებოდა ყოველი დილა 
ყოველი დილა იწყებოდა მორჩილის კაბით
და ჩემი ლოცვით,ჩემი სული უფალთან მივა.

არაფრის არა უფრო მეტად მჯერა სიმართლის
მჯერაიმ განცდის უფალი რომ ჯვარცმის წინ გრძნობდა 
მჯერა ეჰ მაგრამ გულთან სულში არის სიმაღლის 
განცდის მწვერვალი და ჩემი გული კვლავ ნანობდა

უფალი სუფევს ჩვენს შორის და არა ღმერთები 
და ამ სიტყვებით იწყებოდა ყოველი დილა 
ყოველი დილა იწყებოდა მოძღვრის კურთხევით 
და ჩემი სული,ჩემი ლოცვით უფალთან მივა.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი

momewona

es gverdi

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი