რა საშიში ხარ, სილამაზევ
რა საშიში ხარ, სილამაზევ რა საშიში ხარ, სილამაზევ, აი ეს ვერხვი აყვავებული ავისმომგვრელ თან მგვრის შვებასაც, რა ლამაზი ხარ, - ეუბნები და გინდა ხელის სამკაულივით მის სანდო მკლავს თოკი შეაბა. რა საშიში ხარ, სილამაზევ, აი ეს ბეწვის ორ ნაპირს შორის გაკიდული ხიდის აკიდო, ერთი სული აქვს აგაფაროს თვალებზე ცრემლი შუა წელიდან შუა ხევში გადაგიკიდოს. რა საშიშია სილამაზე, - აი, ბილიკი, ეშვება თავქვე, მდინარისკენ გაგინაპირებს, - რა ლამაზი ხარ - რა საშიში ამბობ და იქვე ჩაიმუხლები და ბავშვივით გინდა ატირდე....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი