სხვა გული
არ მინდა, ერთ დღეს, სხვისი გული გადამინერგონ, მინდა, ვატარო ბავშვის გული ნაავადარი, სხვა გულმა ჩემი სიხარული როგორ იგემოს, ან მესაკუთრე გახდეს ჩემი დარდის მადანის. თუ თავბრუსხვევა შხამიანი ყვავილებისა არ გამოჰყვება - ის სურნელი, რითაც ვიწვოდი, რომ დამავიწყოს,წამი, ყველა მღელვარებისა, მზრუნველი გულის გულმოდგინე გულმავიწყობით. მას შეუძლია ლმობიერი ზიზღით მიწამლოს, შეებას ყველა საიდუმლო ოთახს კარივით, რომ მსახურივით მიერთგულოს ბოლო წუთამდე, მაგრამ ვერასდროს მიღალატებს საკუთარივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი