ფერისცვალება


ვენთე,
მაგრამ მზის გამოსაცელად
არ ვაკარებდი სხივებს 
ცივ ნიავს,
- ფერი იცვალე!
- იცვალე ფერი!
ვამბობ: 
-არც როდის არ 
შემიცვლია.

ვატარე დიდხანს 
ფოსფორის ველზე,
ვინც მოღალატედ
ხშირად მიცვნია
(იქნებ აღარც ჰგავს, 
დაჭერას 
ელვის),
უარვყო, მაინც არ 
შემიძლია...

გახსოვს ? 
მივდევდი პატრუქს ცეცხლივით
ვეკიდე ჩემს გულს 
დაუღალავად,
მეკითხებოდი, 
ეჭვით სნეული
- თუ სინათლე ხარ,
რატომ არ ჩანხარ.

რატომ არ ჩანან
მზიან პარმაღზე 
მანათობლები
ჩვენ შორი-ახლოს,
- ერთხელაც უნდა 
შემოგაღამდეს,
ციცინათელა რომ 
დაინახო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი