თუ მე ვარ წიგნი
ეპილოგამდე თუ მე ვარ წიგნი, ხელისგულზე გყავარ გაშლილი, მკითხულობ, ტირი, იღიმები, გკარგავ,- მეძებ კვლავ.. ეპილოგამდე რამდენია, ღმერთო, მანძილი რომელ გვერდზე ხარ... თუმცა სიტყვას და სიტყვას შორის უფრო მეტი ვარ, ( სიტყვით მკვდარს, მაინც სიტყვა მწამლობს,- არა გუმანი ), - შენ შეგიძლია, გადაშალო ბოლო გვერდი და გაუვნებელყო ყველა ტვირთი და საზრუნავი - - ყოველი დილა უპირობოდ გასათენები, მზით მოსასწრები საქმეები, უქმე საველე, დღეები, დროში უთარიღოდ გაფანტულები, გვანან ერთამანეთს და კარგავენ თავის სახელებს... იქ, სადაც განცდილ ტკივილების არის მარაგი და ან ბედნიერ მოგონებით არის მძინარე - ჩემი ყოველი გადაშლილი გვერდი, - არაკი უერთდებიან მახსოვრობის დამშრალ მდინარეს... თუ დაწერილ ვარ გაგრძელებად მრავალი გვერდის და ყველა უწყი, - რაც იქნება ან დამარხულა, უფალო, თუ კი ჩემი ხვედრის ვარ შემოქმედი, გთხოვ, შუა გზაზე არ ინებო წიგნის დახურვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი