უსიყვარულო
ერთხელ თედო მოკვდა და დენის ანძებიდან სამუდამოდ აფრინდნენ ჩიტები. არცერთ გაზაფხულს აღარ გაუვლია მსუბუქად მისი დის, სალომეს კაბაში. დედინაცვალიც სინანულის კაკლებს იბერტყავდა თვალებიდან. თედო არავის ყვარებია. ყველამ საკუთარი სინდისი გამოიტირა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი