თეთრი ფარდა


დღეს დედიკომ ჩემს ოთახში
ჩამოკიდა თეთრი ფარდა.
დედამ ფარდის თეთრი ფერი
ოთახის ფერს შეუფარდა.

ლამაზია! მიხარია,
ჩემს კატასაც გაუხარდა!
ფისო თათით ფარდას არხევს,
იმედია, რომ არ დახევს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი