ცელქი თამუნა


სუფრაზე წებო დამესხა,
ნეტავი ბებოს რა ვუთხრა?
სასწრაფოდ, უნდა მაგიდას
გადავაფარო სხვა სუფრა.

თორემ თუ ნახავს ბებიკო,
ინერვიულებს ძალიან...
რომ ვერ ვაჩერებ. ამ ხელებს,
ზუსტად ამისი ბრალია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი