პანდა
ისევ სძინავს ხის ტოტზე, ძილისგუდა პანდასო; დედი, ვინ დაახურავს, ნეტავ პანდას საბანსო? ქარი რომ ამოვარდეს, გაუტეხავს ძილსაო; სულაც ხომ შეიძლება, ჩამოვარდეს ძირსაო? ამიტომაც ჰამაკი უნდა ჩამოვუკიდოთ; უფრო კარგი იქნება, რომ საწოლი ვუყიდოთ. ხეზე ხომ არ დარჩება, დასველდება წვიმაში; პანდას ბინა ხომ უნდა, შევიფაროთ ბინაში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი