ჩემო ბებო ლამაზო!


დღეს  მე  დასაძინებლად,
ჩემს  დედიკოს  მივყვები;
გაგებუტე, ბებია, 
ზღაპარს  რომ  არ  მიყვები.

კარგი, ნუ  გაბრაზდები,
ბებო, იცი, გპირდები:
დღეს  ხომ  გაბუტული  ვარ?!-
ხვალე  შეგირიგდები.

ახლა  გინდა  მაკოცო?
ესე იგი, არ  ბრაზობ?
კარგი, მაშინ, შევრიგდეთ,
ჩემო  ბებო  ლამაზო!

მოდი, ჯერ  შეგიმშრალო
ცრემლიანი  ლოყები...
ბებო, ბებო, მითხარი,-
რომელ  ზღაპარს  მოყვები?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი