ნუ გვაშინებ ამუნია!


დედიკო

-ნეტა  ეს  რა  კაკუნია?
არ  მოხვიდე  ამუნია!
უკვე  სძინავს  დათუნიას,
უკვე  სძინავს  თამუნიას.


დათუნია

-ნუ  გვაშინებ  ამუნია,
კარზე  ნუ  გვიკაკუნებ;
თორემ  ნახავ, რაც  მოგივა,
ფეხებს  დაგიბაკუნებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი