გამიგონე ყურშაო!


ნეტავ  სახე  ყურშაო,
რატომ  მოგეღუშაო?
ბებომ  პური  გირჩია?
შენ  კი  გინდა  ჩიჩია?
თუ  არ  შეჭამ  პურსაო,
აგიწევენ  ყურსაო.
ხომ  გაიგე  ყურშაო?
კუდის  ქიცინს  სჯობია
თავი  აამუშაო.
ვიცი  გიყვარს  ხორცები
და  მოთმენა  ძნელია...
გთხოვ, ნუ  დასდევ  წიწილებს,
ძაღლი  ხარ  თუ  მელია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი